სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემაა. შეერთებული შტატების მორიგ შეფასებებს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
"ქართული ოცნებისთვის" ანგარიში არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ სწრაფად პროგრესირებს ქვეყანა. ანგარიშს "ქართული ოცნება" სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვეს, რომ ყველასთვის აშკარაა, ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ანგარიშით წერტილი დაესვა იმ სპეკულაციებს, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით ისმის.
"როდესაც საუბრობდნენ ქვეყნის შიგნით იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესს ხელი ეშლება, უცხოური ინვესტიციები პრობლემების ქვეშაა და ა.შ. ამ სპეკულაციებსაც წერტილი დაესვა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელი წლის განმავლობაში ე.წ. ნაგტიური პიარი, ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პოლიციამ ძალას გადააჭარბა, უკანონოდ მოიქცა და ა.შ. ხაზგასმით არის აღნიშული სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიციის მოქმედება იყო კანონიერი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.