17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში იმ პრობლემებზეა საუბარი, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ - სერგი კაპანაძე

სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი რაც ანგარიშში ყურადღება უნდა გამახვილდეს, ეს არის სასამართლო სისტემა. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე 20 ივნისის ღამეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს იყო დანაშაული და ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც აქციის დარბევის ბრძანება გასცა. 

"ეს იყო დანაშაული, ეს არის ძალის გადამეტება, ეს არის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი შედეგები ადამიანების დასახიჩრების სახით. ამიტომ, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც გასცა ეს ბრძანება და დღემდე გაურკვეველია ვინ გასცა ეს ბრძანება, ვინაიდან, არა უფლებამოსილი პირის მიერ არის გაცემული ბრძანება, როგორც ჩანს და უნდა დაისაჯოს ყველა შემსრულებელი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე კი ანგარიშთან დაკავშირებით ამბობს, რომ მასში სწორედ იმ პრობლემებზეა გამახვილებული  ყურადღება, რაზეც ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს. 

"სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში იმ პრობლემებზეა საუბარი, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და რაც არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რატომ ვართ ჩვენ დღეს ასეთ მძიმე კრიზისში. მაგალითი ამის შემიძლია მოვიყვანო, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი პოლიტიზაცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ქვეყნიდან გაიქცნენ უცხოელი ინვესტორები, მათ შორის ამერიკელი ინვესტორები, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ქართულ ოცნებას აკრიტიკებს მთელი ჩვენი დასავლური პარტნიორების სამყარო," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები