საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა აქვს.
"ეს ანგარიში, რომელიც იძლევა პოზიტიურ დასკვნებს, იქნება კარგი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გავზარდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოში მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა და გვსურს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რა მაღალ ნიშნულზეც არის პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.