"ქართული ოცნების" ლიდერები სოფელ ახალუბანში, სასტუმრო "ვილა მოსავალში" იმყოფებოდნენ, რომელიც "შეღავათიანი აგროკრედიტის" მხარდაჭერით შეიქმნა.
კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც მილიონ ნახევარი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
"ოცნების" ლიდერებმა არქეოლოგიური მუზეუმიც დაათვალიერეს და ადაპტაციის პროექტსს გაეცნენ, რომელიც UNESCO-ს რეკომენდაციებით შეიქმნა.