თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი საოლქო-საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს.
დეპუტატობის კანდიდატმა 30 კაციანი სია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც კონკურსანტები საჯარო მოხელეები, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და სოფლების რწმუნებულების მეუღლეები არიან. ბოტკოველის მტკიცებით, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას ძალოვანი უწყება და ხელისუფლება ერთად ირჩევს.
სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი, როს გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და ოქმში განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ბრალდებებს საოლქო-საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მათ კანონი არ დაურღვევიათ და ბრალდებები უსაფუძვლოა. საოლქო კომისიამ დღეს 959 განაცხადიდან 900 წევრი უნდა შეარჩიოს.