17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ "ოცნების" აქტივისტები "ევროპული საქართველოს" აქტივისტებს მუშაობაში ხელს უშლიან

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პარტიის აქტივისტებზე ზეწოლასა და ხელის შეშლაზე საუბრობს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, "ევროპული საქართველოს" აქტივისტები ატარებდნენ შეხვედრას სოფელ ვაზიანში, რა დროსაც "ოცნების" აქტივისტები სიტყვიერი შეძახილებით ხელს უშლიდნენ საარჩევნო კამპანიის წარმართვაში.

ირმა ნადირაშვილი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს საქმე.

დღის ამბები