17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
NDI: გამოკითხულთა 56%-ს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მოლოდინი აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის  თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 56%-ს მოლოდინი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. 28%-ს კი, პესიმისტური განწყობა აქვს.

კითხვაზე პასუხი არ იცის 16%-მა.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.

 

დღის ამბები