ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე- რას ფიქრობენ მოქალაქეები, არის თუ არა, დემოკრატია საქართველოში - უარყოფითი პასუხი 37%-ს აქვს. 48% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. 14%-მა კი არ იცის.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.