მმართველ პარტიაში, NDI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კითხვის ნიშნებს აჩენს. მათი განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ აქამდე გამოქვეყნებული სხვა კვლევებით მმართველ პარტიას გაცილებით მეტი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან.
"ვიცით ავტორიტეტული კვლევები, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ბოლო კვლევებით ეს 56%-ზე მაღალია. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მხარდაჭერას საარჩევნო კამპანიის დროს უფრო გავზრდით,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ირაკლი კობახიძე კვლევის შედეგების ალოკაციის გარეშე გამოქვეყნებას, ადამიანების შეცდომაში შეყვანას უკავშირებს.
"კვლევის შედეგების ალოკაციის გარეშე გამოქვეყნება, ადამიანების შეცდომაში შეყვანაა. ყველა კვლევითმა ორგანიზაციამ იცის, რომ თავისუფლად შეგიძლია ამომრჩეველს შესთავაზო პროგნოზი, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია უპირობოდ მოიგებს არჩევნებს და ისინი კოალიციური მთავრობის წინაშე არ დადგებიან.