17 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
რატომ ვერ აკონტროლებს პარლამენტი სუსს - კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ამახვილებს ყურადღებას

რატომ ვერ აკონტროლებს პარლამენტი სუსს - კანონმდებლობაში ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას დღეს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი". თემის პრეზენტაციასთან ერთად დაგეგმილია დისკუსიაც.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ კვლევის მიხედვით, კონტროლის სისუსტის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ კანონმდებლობაა, არამედ პოლიტიკური ნება, რომელსაც მმართველი გუნდი, როგორც წესი, არ იჩენს.

"პარლამენტის წევრები, იქნებიან უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, კონტროლის ამ მცირე მექანიზმებსაც კი პრაქტიკაში არ იყენებენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს აქვს შესაძლებლობა, არის ერთადერთი წამყვანი კომიტეტი, რომელიც აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა მასში უმრავლესობა აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითიც ვნახეთ და დავინახეთ, რომ იმისათვის, რომ კონტროლი იყოს ეფექტური სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, როგორც წესი აქვთ ხოლმე პროპორციული წარმომადგენლობა კომიტეტში იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სრული პოლიტიკური კონტროლი იქნას უზრუნველყოფილი," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილე თამარ ხიდაშელი.

​​

დღის ამბები