საარჩევნო ბლოკად ქცეულ ყოფილ ოპონენტებს, სადაც ენმ, "რესბუბლიკელები", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ჩვენ თვითონ" და "პროგრესი და თავისუფლება" გაერთიანდნენ, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებენ. გია ვოლსკის განცხადებით, მათი განსხვავებულობა და ერთმანეთში წინააღმდეგობა, შესაძლოა ქვეყნას ძვირად დაუჯდეს.
"საზოგადოებას რა დამოკიდებულებაც აქვს მთლიანად ამ გაერთიანებასთან, მათ შორის ცალ-ცალკე ოქრიაშვილი იქნება ეს თუ "რესპუბლიკური პარტია", ეს რასაკვირველია ამ გაერთიანებით არ შეიცვლება. მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტები, მათ ამბიციებს შორის დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რა მარგი ქმედების მატარებელი შეიძლება იყოს ეს გაერთიანება,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, ახალ ბლოკში 5 პარტია გაერთიანდა. "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ევროპელი დემოკრატები" და "თავისუფლება და პროგრესი". ამ პოლიტიკურ ძალებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლებათ.