საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანელ კოლეგებს მასპინძლობს. თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ესპანეთის ეროვნული პოლიციის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი და უწყების სხვა მაღალჩინოსნები.
სტუმრები სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ასევე ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და სხვა ტიპის საექსპერტო ლაბორატორიები.