17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა - რომან გოცირიძე

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილება. პროექტის ინიციატორი "ქართული ოცნებაა".

კანონის დამტკიცების წინააღმდეგია ოპოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ ცვლილებები ფასადურია და რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

"ვერ აზღვევს ვერც ინტერესთან კონფლიქტს, ვერც ცუდი სიის შემოსვლას, ვერც ნათესაური/ოჯახური კლანის დაზღვევას. ამიტომაც არ არის ეს ის ცვლილება, რომელიც ამ ძალიან ცუდად მიღებულ კანონს შეცვლიდა. ამიტომ ჩემი ალტერნატივა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ინიციატივა. ეს არის ერთობლივი, ყველა რეკომენდაციის ნაზავი და აზღვევს იმ ცუდ შედეგს, რაც ჩენ მივიღეთ ასეთი მოსამართლეების უვადოდ არჩევის გამო," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ცვლილებები არსებითად არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ეუთო/ოდირი-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებში იყო მოცემული.

"ეს კანონი არის რაღაც კოსმეტიკური ცვლილებების მცდელობა, რომელიც არსებითად არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში იყო მოცემული. ეს ცვლილებები არსებულ ვითარებას უფრო აუარესებს, რადგან მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა მისი მეტ-ნაკლებად სწორად წარმართვის ერთ-ერთი მექანიზმია, რაც ამ კანონპროექტის პირობებში ვერ ვხედავთ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები