ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს:
"თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა და წლის ბოლომდეც გამოთქვა მზაობა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი არ ემუქრება," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.