17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
სებ-ის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო დაძაბულობას უკავშირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ბანკი რამდენიმე ჩარევას განახორციელებს, მათ შორის, სავარაუდოდ, დღეს რეზერვებიდან ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის:

"მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. ამავე დროს, როგორც აღვნიშნე, ამ უპრეცედენტო შოკის გამო, ჩვენ აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, როგორც მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე პანდემიის მომავალი დინამიკიდან გამომდინარე. სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

დღის ამბები