17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
პანდემია და მორიგი დარტყმა ეროვნულ ვალუტაზე - ლარი ზედიზედ ორი დღეა, უფასურდება

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დოლართან მიმართებით, თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. კურსის ვარდნის მიუხედავად, მთავრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ზომიერ რყევებს უწოდებს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებს.

ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სავალუტო რყევები, მეტწილად, პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.

დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2, ევროსთან კი - 3 პუნქტით გაუფასურდა. ამ დროისთვის, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 3 ლარი და 17 თეთრი, ევრო კი 3 ლარი და 75 თეთრი ღირს.

დღის ამბები