"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარება მისთვის მიუღებელია, თუმცა რუსეთთან დიალოგის მომხრე ნამდვილად არის.
ამ განცხადებით ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გზავნილს გამოეხმაურა, რომელმაც თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე პოლიტიკოსებს ხედავს.
"თუ ლაპარაკია პარტიებზე, რომლებიც გამოდიან დიალოგის მომხრედ, როგორც, მაგალითად, ჩემი პარტია, მაგრამ, ამავდროულად წინააღმდეგნი ვართ რაიმე ტიპის ვასალური და უფროსი ძმის პოზიციიდან ლაპარაკის, მაშინ ეს ნორმალურია. თუ საუბარია პარტიებზე, რომელთაც შეუძლიათ აფხაზეთი აღიარონ მოლაპარაკებისთვის ან რაღაც მოკლევადიანი მიღწევისთვის ეს ძალიან სახიფათოა და ჩემს პარტიას აქვს ძალიან გამჭვირვალე პოზიცია,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.