17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
არჩევნებში მონაწილე პარტიებს ცესკომ ნომრები მიანიჭა

არჩევნებში მონაწილე პარტიებს ცესკომ ნომრები მიანიჭა. წილისყრის პროცედურაში 47 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება ჰქონდა წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინა ის რიგითი ნომერი, რასაც ამ დრომდე იყენებდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რიგითი ნომრების განსაზღვრისთვის, კანონმდებლობის თანახმად, 1 ოქტომბერია. 

"კანონმდებლობის თანახმად, ბოლო ვადა რიგითი ნომრების განსაზღვრისთვის, არის 1 ოქტომბერი, რაც არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. შესაძლებელი გახდა, სხვადასხვა პროცედურები დასრულებული ყოფილიყო დროულად. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა შესაძლებლობა, წილის ყრით განესაზღვრა რიგითი ნომრები. 30 დღით ადრეს ნაცვლად, 42 დღით ადრე. სამივე არჩევნებისათვის შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ დღეს განესაზღვრათ წილისყრით, ან სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რასაც ისინი იყენებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს," - აცხადებს ანა მიქელაძე.

ნომრების მინიჭების შემდეგ განცხადებები გააკეთეს პარტიების წარმომადგენლებმა. ნაწილი მათგანი ციფრებს სიმბოლურს უწოდებს, პოლიტიკოსთა ნაწილმა განაცხადა, რომ წილყრის პროცესი დაგვიანებით გაიმართა.

"19 სექტემბერს 19 ნომერი მოგვენიჭა, რაც სიმბოლურია და გარდა ამისა, ჩემთვის პირველი აღქმა ამ ნომრის არის ახალგაზრდობასთან დაკავშირებული და ვფიქრობ, რომ სწორედ ახალგაზრდების მობილიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს საარჩევნო კამპანიაში," - განაცხადა მარია ჯაშმა.

პარტია ”მოქალაქეების” წევრი, ივანე ნორაკიძე ცესკოს პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცესკომ პარტიებისთვის ნომრის მინიჭების პროცედურა დააგვიანა.  

"ცესკომ როგორც მოსალოდნელი იყო, ბოროტად გამოიყენა მის ხელთ არსებულ უფლებამოსილება, დაახანა და აგერ მხოლოდ 40 დღით ადრე გადმოგვცა ეს ნომერი. პარტია მოქალაქეებს მოგვენიჭა ნომერი 24, რაც ვფიქრობთ, რო სიმბოლურია, რადგან სწორედ იმისთვის მივდივართ პარლამენტში, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად," - განაცხადა ივანე ნორაკიძემ

დღის ამბები