პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობიდან "ტრიბუნა", დავით ჭიჭინაძე, ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში სახელმწიფოს ფორსმაჟორის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
როგორც დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, მთავრობის მხრიდან სუბსიდირება საკმარისი არ არის, ბანკების მიზანი კი პირადი სარგებლის მიღებაა.
"ტრიბუნას" ლიდერი სასტუმროებისთვის საპროცენტო ვალდებულების გადავადების ინიციატივით გამოდის.
იდეის მხარდასაჭერად რეფორმატორთა კავშირთან მემორანდუმიც გაფორმდა. მათი განცხადებით, ეკონომიკური განვითარების გეგმა მეცნიერულ მტკიცებულებებს ეფუძნება.