პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" პრემიერ-მინისტრს მიმართავს.
პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას სახელზე განცხადება შეიტანა და საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის ცვლილება მოითხოვა.
"ნაცების მიერ შექმნილი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს დღესაც "ქართული ოცნების" მთავრობა. ამიტომაა საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი, რომ თითქოს 182 ლარია ერთ სულზე საარსებო მინიმუმი. ნაცვლად 182 ლარისა, რომელიც ოფიციალურად, ურცხვად გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა, ეს არის 386 ლარი, სულ მარტივი მეთოდოლოგია რომ ავიღოთ. მიმართვა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიხედოს მეთოდოლოგია საარსებო მინიმუმის დათვლის, როგორც სოციალური ორიენტირის და სოციალური პოლიტიკა დაეფუძნოს სწორედ ამ ციფრებს,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.