17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სანამ დაარსდებოდა, მანამდე 3 ათასი წლით ადრე არსებობდა საქართველო - ალეკო ელისაშვილი

პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი გამაოგნებელს უწოდებს მიხელ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაიმარჯვებს, საქართველო დაიღუპება - ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა. 

"სააკაშვილის ის განცხადება იყო გამაოგნებელი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაიმარჯვებს, საქართველო დაიღუპებაო. ისტორიის წიგნი მაინც გადაშალე შე კაი კაცო. ჩვენს წელთარიცხვამდე 15 საუკუნით ადრე არსებობდა საქართველო და ქართული ტომები და მას შემდეგ რამდენმა ჯოჯოხეთმა გადაიარა ჩვენს თავს და ვართ ისევ ფეხზე. "ნაციონალური მოძრაობა" სანამ დაარსდებოდა, მანამდე 3 ათასი წლით ადრე არსებობდა საქართველო. ასე, რომ ეს რაღაც გამონათქვამი, რომ თუ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემთ ხამს, დავიღუპებით, არ არის სწორი, არ დაიღუპება ეს ქვეყანა. საქართვლოს დაღუპვა თუ ეწერა, დავით აღმაშენებელი რომ გარდაიცვალა, მაშინ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვარსებობთ მას შემდეგ, ვწვალობთ, ვჯახირობთ მაგრამ ვარსებობთ.

სერიოზული ის იქნება, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკოსებმა ვუთხრათ, ზოგ-ზოგიერთი რომ ოსტაპ ბენდერივით ყვება, აი ზეგ ამირჩიეთ და მილიონი სამუშაო ადგილი, მილიონი ხე იქნება, 600 ათას კაცს დავასაქმებ - ამ რაღაცებსაც რომ არახუნებენ, ასე კი არა, სიღრმეში გავყვეთ, მეც გამომყევით," - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.

საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებითვე, ასპროცენტიანი ძალაუფლება ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ქვეყნისთვის წამგებიანია. 

"სულ რომ დიმიტრი გელოვანი, ექვთიმე თაყაიშვილი და ილია ჭავჭავაძე იყოს ხელისუფლებაში, არადა ვხედავთ ვინ ჩანჩურებიც არიან, ისინიც ადამიანები იყვნენ და ცდუნდებოდნენ, რომ ძალაუფლება არ გამოეყენებინათ რაღაცა მავნებლობისთვის. საშინელებაა ძალაუფლება უკონტროლო და  და აბსლოლუტური. ამის დანგრევა იყო მშიშვნელოვანი," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი ქვეყანაში ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავაშირებით და ხსნის, რომ სწორედ ამიტომ თანამშრომლობდა მისთის მიუღებლ პარტიებთან.     

მან კოალიციურ მთავრობისა და მრავალპარტიულობის შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ერთპარტიულ მმართველობას გამორიცხავს. 

"კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიულობა ეს არის უკვე ჩვენი ქვეყნის ბედისწერა და მე ძალიან ვამაყობ, რომ რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიბრძოდი შეცვლილიყო ის მახინჯი სისტემა, რაც 30 წელი ერთ ადგილს ატკეპნინებდა ქვეყანას. ეს იყო შერეული სისტემა, რომ მაჟორიტარები, ეს ყურმოჭრილი ყმები, ყველა გამარჯვებული პარტიას დაემატებოდნენ ხოლმე და 100%-იან ძალაუფლებას იგდებდა ნებისმიერი პარტია," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები