17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, ივანიშვილი ან სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილები

საპარლამენტო არჩევნების გეგმებზე მიხეილ სააკაშვილი ისევ უკრაინიდან საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთპიროვნულ უპირატესობაში დარწმუნებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ არ სჯერა პოლიტიკური პარტიების, როგორც თვითონ უწოდებს პარტიუკების, პოლიტიკანების, ვიწრო გაგებით პოლიტიკოსების და მათთან ერთად ვერც კოალიციურ მომავალს ხედავს.

საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის - ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში ყოფილმა თანაგუნდელებმა ეს გზავნილი ამოიკითხეს.

სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ სააკაშვილის განცხადებების მიღმა მისი მთავარი სურვილი - ძალაუფლებისა და ერთპარტიული მმართველობის დაბრუნება დგას.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ წარსულზე ორიენტირებულია და ყოფილი პრეზიდენტი პრობლემა უკვე თავად ოპოზიციისთვისაც გახდა.

დღის ამბები