17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ორ პოლიტიკური ვალდებულებას ვიღებთ: არ ვითანამშრომლებთ "ქართულ ოცნებასთან" და პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დავუჭერთ - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ -  არ ითანამშრომლებენ "ქართულ ოცნებასთან" და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ანალოგიური ვალდებულებების აღებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვაქვს ორი პოლიტიკური ვალდებულება და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს დაიცვან. მხარს არ დავუჭერთ "ქართულ ოცნებას" და ასევე მიხეილ სააკაშვილის არ დავუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები