17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
პანდემია და რუსული ოკუპაცია - საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ვირტუალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა

პანდემია და რუსული ოკუპაცია - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ვირტუალურ სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გაეროს 75-ე წლისთავი კორონავირუსის გამო, პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში აღინიშნა.

ქვეყნის პირველი პირები გაეროს გენერალური ანსამბლეის დარბაზში წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-მიმართვებით წარდგნენ. ყურადღება პანდემიაზე, სიღარიბის მასშტაბების ზრდასა და სხვადასხვა რეგიონული კონფლიქტის მოგვარებაზე გამახვილდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

"გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერჯერობით მხედველობაში არ იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს.

მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავალი, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის შემცირება. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი "ნდობის სამკუთხედისა" და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით,"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები