იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე შეხვედრას მართავს, გაფართოებულ დისკუსიას ამჯერად მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და ცესკო, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე მსჯელობენ, განიხილავენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და არასამთავრიბოების მიერ მიწოდებულ ფაქტებს.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ ორი კვირის მანძილზე ბევრი დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.
"ამ ორ კვირაში ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როგორც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით ასევე ძალადობრივ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი. საინტერესოა რას მოვისმენთ ჩვენ შსს-დან და პროკურატურიდან,"- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ საინტერესოა, არის თუ არა საქმე დარღვევებზე აღძრული და როგორ მიმდინარეობს გამოძიება.