17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
საქართველო იმ ქვეყნებში ლიდერობს, სადაც მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიას ზეგავლენის უფლებას აძლევს - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

საქართველო ლიდერობს ქვეყნებში, სადაც მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიას ზეგავლენის უფლებას აძლევს - ამის შესახებ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, პირველ ადგილზე ამ კუთხით იაპონიაა. "იაპონური თამბაქოს კომპანიაში" მთავრობა მნიშვნელოვანი წილის მფლობელია. მეორე და მესამე ადგილებს იორდანიის სამეფო და საქართველო ინაწილებენ.  

უახლოეს ხანებში, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრ 35 ქვეყანაში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მთავრობის საქმეებში ჩარევისა და მათზე ზეგავლენის საერთაშორისო ინდექსი გახმოვანდება. საქართველო ამ პროცესში, წელს პირველად ჩართეს და არასახარბიელო მაჩვენებლით დაფიქსირდა.  

ინდექსი განისაზღვრება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის აღსრულების მიხედვით - რამდენად ცდილობს მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენის აღმოფხვრას. ამ პროცესში დახმარების მიზნით, კონვენციის სამდივნომ შესაბამისი ცოდნის ჰაბცენტრი ჩამოაყალიბა და გასულ წელს კონვენციის მონაწილეთა საქმიანობის შეფასებაც დაიწყო. 

თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობებზე ზეგავლენის გლობალური ინდექსი 7 ინდიკატორით განისაზღვრება, რომელთაგან თითოეული 20 საკითხს მოიცავს. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში თამბაქოს ინდუსტრია ინტენსიურად და ფარულად ხვდება სამთავრობო დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კონსტიტუციური უფლებებისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დასაცავად.  

დღის ამბები