22 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

"ქართული ოცნების" თელავის-ახმეტის-ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე და იმ მოთხოვნად პროფესიებზე გამახვილდა, რომელიც კახეთის რეგიონის შრომის ბაზარზე დეფიციტურია.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამებით, რათა განათლების მიღების შემდეგ, დაუბრუნდნენ რეგიონს და სამომავლო საქმიანობა წამოიწყონ.

"განსაკუთრებული ყურადღება განათლების თემაზე და იმ საკითხზე გავამახვილეთ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროფესია არსებობს, რომელიც დეფიციტურია და ახალგაზრდებმა თავიანთი განათლების არჩევის დროს, ამ პროფესიებზე გააკეთონ აქცენტი. საუბარი ასევე შეეხებოდა  იმ ინფრასტრუქტურის არსებობას, რომელიც ამ პროფესიების დაუფლებისთვის არის საჭირო," - აცხადებს პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი.

ამასთან, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

დღის ამბები