17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ცდილობს დისტანცირებას სააკაშვილისგან დღეს, ისინი ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას - რატი იონათამიშვილი

ენმ-ს პრემიერი-მინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას მმართველ გუნდში არასერიოზულს უწოდებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი "ევროპული საქართველოს" განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

"ევროპული საქართველო" ცდილობს დისტანცირებას სააკაშვილისგან დღეს, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს, აქვს ჩადენილი "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან და წევრებთან ერთად. ისინი ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას. აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში ასაღები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი აზრით, ესეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილის შანსებზე ვიტყვი ძალიან მოკლედ, მისი შანსები რაიმე წარმატებას რომ მიაღწიოს საქართველოში ოდესმე, არის ნულის ქვევით, ძალიან დაბლა,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

"ევროპული საქართველო" მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ და ამჯერადაც მკაფიოდ გაემიჯნა. "ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნო დაპირებების სიაში დღეს ოფიციალურად შეიტანა ერთ-ერთი ვალდებულების პუნქტი, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. 

დღის ამბები