საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს.
"ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია, პირბადე ვატაროთ არა მხოლოდ შენობის შიგნით, არამედ, შენობის გარეთ, როდესაც ერთმანეთთან ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.