17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
გიგი წერეთელი ბაღდათის რაიონის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი, ბაღდათის რაიონის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მისი თქმით, როგორც ამ სოფლებში, ისე მთლიანად რეგიონში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა, გამოკვეთილია ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება არ ფიქრობს.

კანდიდატის განცხადებით, ამ უიმედობისა და უპერსპექტივობის შეცვლას სჭირდება მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები.

„ვხედავ ერთ რამეს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსახლეობას, ძალიან დიდი და რთული გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები ყოველდღიურად, რომ გაუძღვნენ თავიანთ ოჯახებს. აქ არის უმუშევრობა, შემოსავლები პრაქტიკულად არ აქვთ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები