საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ მაყაშვილი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.
მაყაშვილი ამბობს, რომ ის ამომრჩეველს კულტურულ პროგრამას შესთავაზებს.
"არასდროს არ ვყოფილვარ პარტიის წევრი, არც ახლა ვაპირებ პარტიის წევრობას, არ მიზიდავს. ცოტა მსახიობურად მივუდგები, როგორც ხელოვანი და გეტყვით ბატონი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებს: ხმას ამოიღებ ვაია, არ ამოიღებ ვუი, ვინც ლაპარაკობს ტყუის, ვინც დუმს ისიც ტყუის. ცოტა მომბეზრდა დუმილი.
კულტურული პროგრამა მაქვს საოცარი, რომელსაც შევთავაზებ ჩემს ამომრჩეველს. ჩვენ კულტურული განვითარების ქვეყანა ვიყავით. ახლა რატომღაც ნელ-ნელა უკან მივიწევთ. გასაგებია რომ პოლიტიკოსად არავინ არ იზრდება, არ იბადება, მე ვუზივარ ახლა ამ ყველაფერს, ალილუიასავით ვიზუთხავ და ვსწავლობ.
ილია მახსენდება, ხიდჩატეხილობის პრობლემა არის და იყო ყოველთვის და ახლაც არის, მე მინდა ვიყო მღაღადებელი," - განაცხადა თამარ მაყაშვილმა "დღის კურიერირში" სტუმრობისას.