პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ბიძინა გეგიძე გამარჯვებაში დარწმუნებულია და არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში საკუთარ კანდიდატურას, ერთადერთ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
გეგიძე არსებულ მდგომარეობას პოლიტიკურ მარაზმს უწოდებს.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლიტიკურ სივრცეში - "არ იყიდება". ეს არის პოლიტიკური სივრცე, თუნდაც ბრენდი, რომელიც ჩვენ მიერ არის შექმნილი და ამ პოლიტიკური პროცესით გავდივარ მე ვაკის არჩევნებში, ეს იქნება ჩვენი პრინციპი, ეს იქნება პირველი ფაზა, ვაკის არჩევნები პრინციპით "არ იყიდება", შემდეგი ფაზები იქნება თბილისის არჩევნები და შემდეგ უკვე 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები. პრინციპი "არ იყიდება" მოიგებს ყველა არჩევნებს დაწყებული ვაკის არჩევნებიდან," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.