ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში იმყოფება. მისი კარანტინში წასვლის მიზეზით, ერთი კვირით, 1-2 ოქტომბრამდე გადაიდო ევროკავშირის სპეციალური სამიტი, რომელზეც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები უნდა განეხილათ.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა შარლ მიშელის უსაფრთხოების ოფიცერს, რომელთანაც მას ახლო კონტაქტი ჰქონდა. წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი რეგულარულად იკეთებს ტესტებს და გუშინდელი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.