"ძალა ერთობაშიას" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა გეწაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი გადამწყვეტი პირი და ლიდერია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილებას ერთად იღებენ. პარტიაში ხმამაღალი ხმა აქვს ამა თუ იმ პიროვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ერთად მიიღება. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი პირია და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენი ლიდერია,"- განაცხადა კახა გეწაძემ.
კახა გეწაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის "ევროპულ საქართველოს" უკვე ოპონენტად თვლის.
"ევროპულ საქართველოს" უკვე ოპონენტად ვთვლი, რადგან ასეთ მდგომარეობაში აგდებენ საარჩევნო კამპანიას. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავამ გააკეთა. საერთოდ გაუგებარი იყო რა უნდოდა მას ჩემთან და რატომ გადმოვიდა შეტევაზე. ისიც ვერ გავიგე, რატომ მიწუნებდა ადამიანებთან მეგობრობას გიგი უგულავა. თუ მისი კრიტერიუმებით გავყვებით, მაშინ საქართველოს ერთმა ნაწილმა მეორე ნაწილს სულ უნდა სდიოს და ეჩხუბოს. გიგი უგულავას, ვფიქრობ, რომ არც მეგობარი ჰყავს და არც არავინ არ უყვარს. ჩემსა და მას შორის, წარსულში არანაირი სახის კონფლიქტი არ ყოფილა, თუმცა მე მასთან მჭიდრო შეხება არასოდეს მქონია. აღსანიშნავია ის, რომ 2014 წელს ჩემს მხარდასაჭერად ჩამოვიდა, როდესაც კენჭს საკრებულოში ვიყრიდი,"- აღნიშნა კახა გეწაძემ.
კახა გეწაძემ ასევე აღნიშნა, რომ პატარა პროცენტიანი პარტიები არჩევნებზე სიდიდით დიდ პარტიას გვერდით უნდა დადგომოდნენ. პატარა პროცენტიან პარტიაში კახა გეწაძემ აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველოსაც" გულისხმობდა. გეწაძის თქმით, ამ პარტიამ ბევრი იწვალა, რომ რეიტინგები ჰქონოდა, თუმცა მისივე განცხადებით, ამ რეიტინგის ამწევები "ევროპულ საქართველოში" არ არიან.