17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალი ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა.

ფაიგ გულიევმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა. შეხვედრის დროს მხარეებმა ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დღის ამბები