საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.
ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ექსპერტული დახმარებისთვის, რაც ეუთომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურას აღმოუჩინა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ეუთოს და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.