აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომელიც არ შეიძლება განიხილოს და მოგვრდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება,- ამის შესახებ თბილისში ვიზიტის დროს - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეხუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მინდა მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და ჩვენი პოზიციაც მოგახსენოთ. სწორად აღინიშნა, რომ საქართველო-აზრებაიჯანს შორის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი უწყებები და კომისიები მუშაობენ. მათ 2019 წლიდან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
2020 წლის მარტის თვეშიც უნდა გამართულიყო მორიგი შეხვედრა, თუმცა პანდემიის გამო შესაბამისი შეხვედრები 2020 წელს ვერ შედგა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ზოგადად, საზღვრის დელიმიტაციის საკითხები კომისიის მიერ იქნება მოგვარებული და გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით საქმიანობა მიმდინარეობს, ტარდება კვკლები და მსჯელობები, ჯობია, ჩვენ სპეციალისტებსა და პროფესიონალებს მივანდოთ.
აგრეთვე მინდა, რომ ერთი საკითხიც ავღნიშო: მსგავსი საკითხების განხილვის პერიოდში მიგვაჩნია, რომ სპეციალისტების თავისუფალ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, ამ მიმართულებით რაიმე სპეკულაცია ან პოლიტიკური შეფასებები პროცესის მუშაობას ხელს უშლის.
გარკვეული პერიოდის უკან ჩვენ დავრწმუნდით, რომ მსგავს საკითხებს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების უარყოფითი გავლენის მსურველები, ანუ მესამე ქვეყნები იყენებდნენ, ამიტომაც ორივე ქვეყნის მქოალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ვურჩევ უფრო ყურადღეებით იყვნენ.
იმის გამო, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და სათუთი საკითხია მოზომილები უნდა ვიყოთ განცხადებებშიც, რათა ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდეს.
დამერწმუნეთ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ და არ მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება,"-განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.