17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მეხანძრე-მაშველთა პენსიები სტაჟის არაპროპორციულია - დავით ჭიჭინაძე

მეხანძრე-მაშველთა პენსიები სტაჟის არაპროპორციულია - ამის შესახებ განცხადება პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პერიოდი, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტებს ექვემდებარებოდა საპენსიო სტაჟიდან ამოღებულია.

"2008 წლიდან გადავიდა სამაშველო სამსახური მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში, ამიტომ ისინი ჩათვალეს როგორც ჩვეულებრივი სამოქალაქო სამსახურის პირები; 2019 წლიდან ისევ დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, ანუ გახდნენ ისევ ძალოვანები.

მოგეხსენებათ რა დატვირთვით მუშაობდნენ და როგორ აქრობდნენ ცეცხლს სხვადასხვა ხანძრების დროს. აი ეს მათი ნამოღვაწარი სახელმწიფომ მოიპარა და არ უხდის პენსიებს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სისტემურ პრობლემებზე ასევე ისაუბრა ყოფილმა მეხანძრე-მაშველმაც. მისი განცხადებით, ავტომობილები, რომლითაც უწყება სარგებლობს უხარისხოა. მაშველის ინფორმაციით, პრობლემებია კვების თვალსაზრისითაც.

"გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მაგრამ ხმას არ იღებენ იმის გამო, რომ მათ უკან დგანან ოჯახები და ამ ასე თუ ისე სტაბილური ხელფასის გამო ხმას ვერ იღებენ. მინისტრის ბრძანებით, ყოველ 6 თვეში ერთხელ გვეკუთვნის მეხანძრე-მაშველს ეკუთვნის ტანსაცმელი, 2 წელია არ მიუღიათ ტანსაცმელი. ის ბატინკები, რომლებიც არის ზამთრის ჩასაცმელი და ზაფხულშიც უნდა გვეცვას ეს და ამით დავდივართ," - აცხადებს ყოფილი მეხანძრე-მაშველი გიორგი შალოშვილი.

დღის ამბები