17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მრგვალი მაგიდა პოლიტიკური პარტიების მონაწლეობით - მთავარი თემა ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და რეფორმებია

მრგვალი მაგიდა პოლიტიკური პარტიების მონაწლეობით - "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე მთავარი თემა ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და რეფორმებია. ღონისძიებას ესწრება დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტები, ბიზნეს ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებიან, მათ შორის "ევროპული საქართველო", "თავისუფალი საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი". შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრი თითქმის სრულად არის წარმოდგენილი. შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი არის ეკონომიკური ხედვების გაზიარება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ასევე ბიზნესს სექტორს შორის. ორგანიზატორმა განაცხადა, რომ აუცილებელია პლატფორმის უზრუნველყოფა მომხდარიყო, რათა ბიზნესმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთს ის ხედვები გაუზიარონ თუ როგორ ხედავენ არსებული კრიზისიდან გამოსავალს.

"შევთავაზეთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს გამოიყენონ ეს ტრიბუნა და ბიზნესს, და ზოგადად ექსპერტებს, ამ შემთხვევაში ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს შესთავაზონ, თუ როგორ ხედავენ კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს და როგორ ესახებათ რეფორმირება ეკონომიკური განზომილების," - აცხადებს საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარ ხედვებზე საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში არის კრიზისი. მათი შეფასებით გარკვეულწილად "ქართული ოცნების" პოლიტიკისა დამსახურებაა.

"საჭირო არის ენერგიული ნაბიჯების გადადგმა ამ რეჟიმის მოცილების შემდეგ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გადასახადების შემცირება, მთავრობის სიდიდის შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, საქართველოს მიმზიდველიანობის გაზრდა და ეკონომიკის ზრდის ტემპის უზრუნველყოფა," – განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.

პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკისა და ლარის დასუსტებისგან გამოსავალი არის დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია და რეგულაციები და მიუკერძოებელი სასამართლო.

"8 წლის განმავლობაში ვხედავთ ეკონომიკის და შესაბამისად ლარის განუხრელ დასუსტებას მაღალი გადასახადებით, ზედმეტი ბიუროკრატიით და რეგულაციებით და შესაბამისად აქედან გამოსავალი არის სამი: დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია და რეგულაციები და მიუკერძოებელი სასამართლო. ოღონდ ეს ყველაფერი, რომ განხორციელდეს ამან გარდამტეხი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები მოიტანოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში - ამას სჭირდება გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება," – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის გადასახადები უნდა შემცირდეს, ხოლო იმ ადამიანების არსებობა, რომლებსაც ძალიან დიდი შემოსავლები აქვთ - არ უნდა დაგვავიწყდეს.

"ძალიან სერიოზულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ადამიანებისათვის, ვინც რთულ მდგომარეობაში არიან მათთვის გადასახადები უნდა შემცირდეს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ არიან ადამიანები ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი შემოსავლები და სამართლიანობა არის დასაცავი. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოგების გადასახადზე ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ნაწილზე ადამიანებისა და ბიზნესმენებისა, რომლებიც აპირებენ რეინვესტირებას და გაფართოებას თავიანთი წარმოების. ამ ადამიანებს განსაკუთრებით უნდა შეეწყოთ ხელი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

დღის ამბები