ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გირიპსა და კორონავირუსს მსგავსი სიმპტომები აქვს და მათი ერთმანეთისაგან გარჩევა მხოლოდ ტესტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ გრიპის ვაქცინა სკოლის ყველა მოსწავლეს არ ჩაუტარდება, რადგან ამის აუცილებლობა ძირითადად ქრონიკული დაავადებები მქონე ადამიანებისთვის და ასაკოვანი პირებისთვის უფრო არის.
"გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები თითქმის მსგავსი იქნება. თუმცა ამის გარჩევა შესაძლებელია ტესტირების გზით. აღსანიშნავია, რომ გრიპის მართვა ბინაზე წარმატებით არის შესაძლებელი. ასევე, ის რეკომენდირებული დაცვის საშულებები, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით უნდა გამოვიყენოთ, ასევე ძალიან კარგი გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლადაც. ამდენად, ხელის ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება, ის მექანიმზებია, რომელიც ორივე ძალიან კარგად დაგვიცავს.
რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, ქვეყანაში უკვე ოქტომბერში 135 000 დოზა ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული. სკოლის მოსწავლეების მასიური ვაქცინაცია არც ტარდება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან ვაქცინაცია ძირითადად მაღალი რისკის ჯგუფებისთვის არის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასევე, ასაკოვანი ადამიანები.
ჯერჯერობით ჩვენი მომზადება გრიპის ვირუსისთვის იქნება ის, რომ ჩვენი პირადი დაცვის საშუალებები გავააქტიუროთ,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.