ომბუდსმენის აპარატი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირება ექნება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.
ომბუდსმენის თქმით, დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენებით პირების დაშინების შესახებაც.
ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პასუხობს და ის ამბობს, რომ როდესაც პარტიები გამოდიან და ძალადობაზე საუბრობენ, ამას თან აუცილებლად უნდა დაურთონ შესაბამისი ფაქტები.
"ჩვენი უმთავრესი ინტერესია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის ხარისხით სამაგალითო იყოს. თუ პარტია წინასაარჩევნოდ გამოდის მსგავსი განცხადებით, ის ვალდებულია ამას შესაბამისი არგუმენტები მოაყოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაზე ამაზრზენი დანაშაული წამხალისებელი გახდება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.