ეუთო/ოდირის დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან. 31 ოქტომბრის არჩევნებზე ორგანიზაციის 380-მდე წარმომადგენელი იმუშავებს.
სტუმრები უკვე 48 საათია თბილისში იმყოფებიან, მათ გუნდს ჯილიან სტირკი უხელმძღვანელებს.
ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.
"ეუთო/ოდირის ვალდებულებაა, უსაფრთხოდ შეასრულოს თავის მანდატი და დააკვირდეს არჩევნებს. ჩვენი გუნდი 13 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება, მათ შორის არიან ტექნიკური და ლოჯისტიკური ექსპერტები. ისინი თბილისში იმუშავებენ. ჩვენ აქ დავრჩებით შემდეგი 7 კვირის განმავლობაში. 30 სექტემბერს კი, 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა და ისინი ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე განთავსდებიან.
ისინი არჩევნებს რეგიონულ დონეზე დააკვირდებიან. კენჭისყრისთვის კი, 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა იგეგემება. ჩვენი დაკვირვების მეთოდოლოგია უკვე 30 წელია ვითარდება გამოცდილების საფუძველზე. ჩვენი სადამკვირებლო მისია აქ იქნება კენჭისყრამდეც და მის შემდეგაც. ეს იქნება ადმინისტრაციული დაკვირვება - კამპანიის დაფინანსება, მედია მონიტორინგი და ა.შ.
ჩვენი ფუნქციაა დავაკვირდეთ როგორია პოლიტიკური კლიმატი. რასაკვირველია, სხვადახვა ღონისძიებას ჩავატარებთ და გამოიცემა ანგარიში არჩევნებამდე 2 კვირით ადრე,"- აცხადებს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი.