17 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის გაუფასურებას მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირებს

ოპოზიციის შეფასებები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, სადაც ისინი მთავრობას ადანაშაულებენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ლარის გაუფასურება, პირველ რიგში მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება და ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ბაზარს უცხოური ვალუტა მიაწოდოს. 

"არასწორ განცხადებას აკეთებენ ექსპერტები და ოპოზიციონერები, რომლებიც რეფინანსირებისა და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს უკავშირებენ. რეფინანსირების მიწოდება არ ნიშნავს, რომ ფული მიაქვთ ბანკებს და დოლარებში არეზერვებენ. უკუშედეგს არ ვიღებთ, ეს არის ის მოლოდინები, რომელიც მათ შორის, პანდემიის გამძაფრებამ გამოიწვია," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

ერთი დოლარი 3 ლარი და 33 თეთრი გახდა. ბოლო 24 საათში ეს ლარის თითქმის 5 თეთრიანი გაუფასურების მაჩვენებელია.

დღის ამბები