ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცემდა. ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა - ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) - 36,6%
დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა - ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) - 36,6%
მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%
ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%
გიგლა მიქაუტაძე (ლელო) - 1,5%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება- 50,1%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -20,8%
გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი -7,6%
გირჩი -5,8%
პატრიოტთა ალიანსი -5,4%
ლეიბორისტული პარტია -2,8%
ევროპული საქართველო 2,6%
ლელო -1,8%
ერთიანი საქართველო - 0,9%
თავისუფალი დემოკრატები -0,6%
და სხვა არჩევანი აქვს -1,5%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
ალბათ მიიღებს მონაწილეობას -14%
50-50-ზეა- 14%
არ იღებს მონაწილეობას -7%
არ იცის ან უარი პასუხზე - 0%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.