17 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქში 64,4% ხმას "ქართული ოცნების"- 17,9% კი, "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატს მისცემდა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ირაკლი ხახუბიას მისცემდა.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: 

მურთაზ ზოდელავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -17,9%

გიგა ბოკერია (ევროპული საქართველო) -8,5%

დავით სარსანია (დამოუკიდებელი კანდიდატი) -5,0%

გიორგი ბარამია (ლელო) -1,9%

აპოლონ გარუჩავა (დამოუკიდებელი კანიდატი) -1,8%

თეიმურაზ ფაჩულია (პატრიოტთა ალიანსი) -0,5%

თამარ ფაჩულია (თავისუფალი საქართველო) -0,0%

ბორის ყურუა (გირჩი) - 0,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება -67,8%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,2%

ევროპული საქართველო 8,7%

ლელო -1,3%

პატრიოტთა ალიანსი -1,0%

ლეიბორისტული პარტია -0,9%

გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 0,7%

ერთიანი საქართველო - 0,0%

გირჩი -0,0%

სხვა -0,5%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 61% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს. 

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 22%

50-50 ზე-14%

არ მიიღებს მონაწილეობას -3%

არ იცის ან უარი პასუხზე -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

დღის ამბები