17 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქში "ქართული ოცნებას" ხმას 62,2% - "ნაციონალური მოძრაობას" 11,0% მისცემდა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ შალვა კერესელიძეს მისცემდა.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: 

ცეზარ ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -18,6%

თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) - 11,0%

ბექა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 8,9%

სოსო შატბერაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -7,6%

ეკა ბესელია( სამართლიანობისთვის) - 1,2%

მალხაზ ვახტანგაშვილი (ლელო) 0,0%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,6%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 62,2%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -11,0%

ევროპული საქართველო 8,0%

პატრიოტთა ალიანსი -8,0%

გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი - 2,0%

ერთიანი საქართველო - 2,0%

ლეიბორისტული პარტია -2,0%

ლელო -2,0%

გირჩი -1,0%

თავისუფალი დემოკრატები -1,0%

სხვა 2,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 70% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მივიღებ მონაწილეობას -14%

50-50 ზე- 9%

არ მივიღებ მონაწილეობას -6%

არ ვიცი/უარი პასუხზე -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

დღის ამბები