17 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
დავაყენებ მოთხოვნას, რომ დავით გარეჯის საკითხზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით დეტალები თავადაც არ იცის. 

ირაკლი კობახიძე მზადაა, დააყენოს საკითხი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს. 

"მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას. მეც ჯერჯერობით არ ვიცი დეტალები, მაგრამ ჩემი მხრიდანაც, როგორც პარლამენტის წევრის მხრიდან, შემიძლია დავაყენო ეს წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ აუცილებელია, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზეა საუბარი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას.

ეს პასუხი აუცილებლად უნდა გაიცეს და, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გაიცემა."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები