17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ფიქრია ჩიხრაძე სოციალური სახლების იმ ბენეფიციარებს შეხვდა, რომლებსაც ახალი პროექტის მიხედვით გასახლება ემუქრებათ

"ლელოს" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფიქრია ჩიხრაძე, სოციალური სახლების ბენეფიციარებს შეხვდა.

გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ გასახლება ემუქრებათ, მას შემდეგ რაც პროექტ "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" პირობები შეიცვალა.

პროექტი თავდაპირველად სოციალურად დაუცველების, უსახლკაროების დასახლებასა და მათ გრძელვადიან საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. 

"მერიის თანამშრომლობით, ეს სახლი სამოდელო სახლი უნდა ყოფილიყო იმისათვის თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო უსახლკარო ადამიანების პრობლემები. 2018 წელს, ამ საცხოვრისის ბინადრები სოციალური თავშესაფრის ბენეფიციარები გახდნენ, რომელიც მერიის აიპის წარმოადგენს. შესაბამისად, აბსოლუტურად შეიცვალა ის პირობები, რაც მათ თავდაპირველად ჰქონდათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არიან შშმ პირები, რომელთა ადაპტაციაც მათ საჭიროებებზე უნდა ყოფილიყო მორგებული,"- აცხადებს პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის ფიქრია ჩიხრაძე.

დღის ამბები