საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და, მისი მტკიცებით, "ეს ასე იქნება".
პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით.
"ოპოზიციის შანსები როგორ შევაფასო, საერთოდ არ არის ეს ჩემი საქმე. არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარია მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.