17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ და დაზარალდა საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად მავთულხლართებით არის გაყოფილი - არჩილ თალაკვაძე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირების მემორიალთან დილიდან პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მთლიანად საზოგადოება დაზარალდა, რომელიც დღეს მავთულხლართებით არის გაყოფილი.

"ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ამით დაზარალდა მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომელიც დღეს ხელოვნურად მავთულხლართებით არის გაყოფილი.

მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები